LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლეჟავა: „რთულია, როცა მეგობრისგან ხედავ, შენს ქმარს როგორ ეფლირტავება… მე და გოგა ბრმად ვენდობით ერთმანეთს. მან იცის, თუ იქნა ღალატი, უნდა იყოს ჩემზე უკეთესი…“

4479
ninolejava

მსახიობი ნინო ლეჟავა „სიცრუის დეტექტორს“ სტუმრობდა. გიორგი გასვიანის მიერ დასმულ კითხვას, აპატია თუ არა ახლო მეგობარს მეუღლესთან ფლირტი, დადებითად გასცა პასუხი.

„რთულია, როცა მეგობრისგან ხედავ, შენს ქმარს როგორ ეფლირტავება. შევამჩნიე… გამოვხატე იმით, რომ აღარ მივდიოდი, აღარ ვრეკავდი და მასაც არ ვუშვებდი ჩემთან, როცა რეკავდა მოსასვლელად, არასდროს მეცალა. ალბათ, გულის სიღრმეში მიხვდა, რომ ამას ვხვდებოდი. ვერ დავუმტკიცებდი. მეტყოდა, შე უსინდისო, რას მაბრალებო. რომ ეფლირტავებოდა, მაგას ვერ დაუმტკიცებ.

მე და გოგა ბრმად ვენდობით ერთმანეთს. მან იცის, თუ იქნა ღალატი, უნდა იყოს ჩემზე უკეთესი. თუ ასეა, ის მასთან უნდა დარჩეს და არა ჩემთან. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. არ ვთქვათ, მე ამას არასოდეს არ გავაკეთებო. ზუსტად მაშინ გამოგიგზავნის იმ სიტუაციას განგება. მე მეგობრის მხრიდან ამის გაბედვამ მატკინა გული. რა თქმა უნდა, ვაპატიე. გავუშვი და ნაპატიებია. ის არ არის მსახიობი. ჩვენს თეატრს ეკუთვნოდა, თუმცა სხვა ამბავში იყო. ქრისტემ გვაპატია ამდენი რამე და მეც მიპატიებია… ცხოვრება ბუმერანგია და რაღაც სასჯელი ადამიანს უნდა მოხვდეს, სახელი და გვარი არ დამისახელებია. რამხელა ძალისხმევა მჭირდებოდა, რომ მარტომ გავიარე ეს ყველაფერი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g