LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლომჯარია: გვარამიას სააპელაციო განაჩენი შევისწავლეთ – ამ საქმეში, დღეს უფრო ვხედავთ პოლიტიკურ მდგენელს, ვიდრე აქამდე

163
ლომჯარია და ნიკა გვარამია

„ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენი შევისწავლეთ და დავაანონსებთ, რომ უახლოეს დღეებში ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენი შემაჯამებელი პოზიცია გვექნება“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

როგორც ომბუდსმენმა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის საქმეზე საუბრისას თქვა, დღეს უფრო ხედავენ პოლიტიკურ მდგენელს ნიკა გვარამიას საქმეში, ვიდრე აქამდე.

„ამ რეკომენდაციებში ერთ-ერთი მთავარი პუნქტია ის, რომ უნდა შეწყდეს მედიის წარმომადგენლების მიმართ დაუსაბუთებელი, საეჭვო დევნა. მედიამ თავისუფლად უნდა შეძლოს მუშაობა.

ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენი შევისწავლეთ და ასევე დავაანონსებთ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება ჩვენი შემაჯამებელი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით.

წინასწარ გეტყვით, რომ არსებითად ჩვენ ამ გადაწყვეტილებაში ვერ ვნახეთ, რომ რაიმე უფრო მეტად არის დასაბუთებული. უფრო მეტიც, შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს უფრო ვხედავთ პოლიტიკურ მდგენელს ნიკა გვარამიას საქმეში, ვიდრე აქამდე. დეტალურად რამდენიმე დღეში მოგახსენებთ,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები