LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვყვები იმას, რამაც ჩემს ცხოვრების წესსა და ხასიათს მნიშვნელოვანი დაასვა დაღი…“ – რა ისტორია გაიხსენა ნინო ნადირაძემ „იმედის“ ეთერში

204
ნინო ნადირაძე

„ჩემზე საზოგადოებამ ძირითადად ყველაფერი იცის და მოდი, მოვყვები იმას, რამაც ჩემს ცხოვრების წესსა და ხასიათს მნიშვნელოვანი დაასვა დაღი“, – ასე უპასუხა ექიმმა, ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ გადაცემაში „სხვა რაკურსი“ გია ჯაჯანიძის კითხვას, მომხდარა თუ არა მის ცხოვრებაში ისეთი ამბავი, რამაც მასზე კვალი დატოვა.

„ჩემს ოჯახში ჯანსაღი საკვების კულტი იყო. ბავშვებს სახლის საჭმელი ნაკლებად გვიყვარდა. მე კიდე სკოლის კატლეტზე და სოსისზე ვგიჟდებოდი.

მახსოვს, პირველ კლასში ვიყავი, მუსიკაზე უნდა წავსულიყავი, მამამ მომაკითხა და რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ ფანჯარა არ იყო და საჭმელს ვერსად შევჭამდი. სულ გამხდარი ვიყავი და სულ უჭმელი მერქვა. მათ არ იცოდნენ, რომ მე სკოლის ბუფეტში კარგად ვნაყრდებოდი…

იმ დღეს მამამ სკოლის ბუფეტში შემიყვანა, 10 სოსისი იყიდა და მაგიდაზე დადო. უნივერსიტეტიდან მოდიოდა, ლექციები ჰქონდა, თავადაც მშიერი იყო. ავდექი და ყველა სოსისს ვუკბიჩე, რომ ყველა მე მეჭამა. მამაჩემი ისეთი შეძრწუნებული იყო…

იქ ხომ შემარცხვინა, სახლშიც ამბობდა: „დაკბინა და დაყარა, ეს ვინ გამიზრდია?!“ – სულ ამას მიხსენებდა. ისეთი კომპლექსი ავიკიდე, რომ მას შემდეგ ყოველთვის ვცდილობ, რომ მეთავისე არ ვიყო. ეს ჩემთვის სიგნალი იყო, რომ ეგოისტი არ ვყოფილიყავი და მარტო ჩემს თავზე არ მეფიქრა.

აქედან დაიწყო მთელი ჩემი აზროვნება, რომ არასდროს ეგოისტი არ უნდა ვიყო, უნდა გავუყო სხვას და შემდეგ ვიფიქრო ჩემზე. მაშინ ამის გამო ისე დავიტუქსე, ძალიან განვიცადე. ამ საქციელის დღემდე მრცხვენია. ეს სირცხვილის გრძნობა ვერ მოვიშორე“

სახლის საჭმელი არ მიყვარდა, სკოლის კატლეტი და სოსისზე ვგიჟდებოდი

სახლის საჭმელი არ მიყვარდა, სკოლის კატლეტი და სოსისზე ვგიჟდებოდი • გადაცემაში სტუმრად ნინო ნადირაძე – ექიმი, ტელეწამყვანი • 💬 ცხოვრების ეპიზოდები “სხვა რაკურსში” • #სხვარაკურსი #აქიმედია #დარჩიიმედზე #იმედიგვაერთიანებს

Posted by სხვა რაკურსი / Skhva Rakursi on ხუთშაბათი, 29 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g