LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: „დემენციის განკურნების შემთხვევა მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა. ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეს ჩვენს კლინიკაში პირველად მომხდარიყო, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, არ იყო ეს დიაგნოზი დასმული“

1197
BeFunky-collage (2)

„ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეს ჩვენს კლინიკაში პირველად მომხდარიყო – მთელი გულითა და სულით ვიზეიმებდით ამ ამბავს, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, არ იყო ეს დიაგნოზი და არც ჩვენ ვართ ასეთი გამორჩეული კლინიკა, რომ მოვრეოდით ასეთ სერიოზულ დაავადებას“, – ამის შესახებ „ვივა მედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

„სახეზეა წონის მატება, მაგრამ რჩება კოგნიტიური გაუარესება, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია, საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას“ – რა დასკვნას აქვეყნებს სახალხო დამცველის კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილზე

„თუ საპატიმროში გადავა, რამდენიმე კვირაში იმ სტატუსს დაუბრუნდება, რაც 6-7 თვის წინ ჰქონდა.. წონაში 7-8 კილო მოიმატა, თუმცა, მისი ფსიქო-ნევროლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის“ – კონსილიუმის წევრი ექიმი გიორგი გრიგოლია სააკაშვილზე

ნინო ნადირაძის თქმით, ყველა დიაგნოზი, რაც „ვივა მედში“ დაისვა, აბსოლუტურად შეესაბამება სინამდვილეს.

შალვა ხაჭაპურიძე : არავინ იდავა ეს დიაგნოზი, რაზეც საუბარია – დემენცია, კახექსია და ა.შ. რომ არ აქვს სააკაშვილს

„მკურნალობის ის ტაქტიკა, რაც ჩვენ ავირჩიეთ, აბსოლუტურად თანხვედრაშია ჩვენ მიერ დასმულ დიაგნოზებთან და ახლა ფაქტობრივად, რეაბილიტაციის ფაზაში ვართ. სანამ სრულ კმაყოფილებას არ ვიგრძნობთ ჩვენ, მედიკოსები, მანამდე ალბათ, ჩვენთან კლინიკაში დარჩება. დინამიკა რომ მნიშვნელოვნად დადებითია, ამას ყველა გრძნობს“, – აღნიშნა ნადირაძემ.

„არავითარი ნიშანი არ ჩანს, რომ ეს ადამიანი განიკურნება“ – გიული ალასანია სააკაშვილზე

მისივე განცხადებით, სააკაშვილს დემენციის დიაგნოზი დასმული არ ჰქონია.

„ჯერ ასეთი შემთხვევა მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა. ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეს ჩვენს კლინიკაში პირველად მომხდარიყო. მთელი გულითა და სულით ვიზეიმებდით ამ ამბავს, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, არ იყო ეს დიაგნოზი და არც ჩვენ ვართ ასეთი გამორჩეული კლინიკა, რომ მოვრეოდით ასეთ სერიოზულ დაავადებას“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

კლინიკა „ვივა-მედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე გადაცემაში „იმედი LIVE“

• „კატეგორიულად უარვყოფთ, რომ იქ იყო მოწამვლა და ამას ვადასტურებთ არაერთი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევით” • „დემენციის განკურნების შემთხვევა მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა. ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეს ჩვენს კლინიკაში პირველად მომხდარიყო, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, არ იყო ეს დიაგნოზი დასმული” – მიხეილ სააკაშვილზე კლინიკა „ვივა-მედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე გადაცემაში „იმედი LIVE“

Posted by TV Imedi on კვირა, 25 თებერვალი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები