ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე-კუზანოვა სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს, რომ მისთვის გამაოგნებელია მოწოდებები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში შეჭრის თაობაზე:
„ვკითხულობ გამაოგნებელ მოწოდებებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში შეჭრისკენ. თუნდაც ერთი ოსი ან აფხაზი ბავშვი რომ შეეწიროს ამას, როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრება ქართულ მიწაზე. ნებისმიერი ასეთი მოწოდება, დღეს, ამ მოცემულობით, ჩემთვის რუსეთის დაკვეთაა და საბოლოოდ დაასამარებს ქვეყნის გაერთიანების იდეას…“