LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო ნემსაძე: „დიდი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო ამ საკითხს დაარეგულირებს და თბილისში ქართველებზე მეტი რუსი არ იქნება…“

278
otonemsadze

ოთო ნემსაძე ჟურნალ „გზასთან“ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ საუბრობს და ასევე იმ რუსებზე, რომლებიც საქართველოში მოდიან:

„ქართველები სხვა ერების მიმართ ცუდად განწყობილები არასდროს ვყოფილვართ. ახლა ჩვენს ქვეყანაში რუსების შემოსვლის საკითხს ყურადღებით უნდა მოვექცეთ – მარტივად არ უნდა „გავატაროთ“. ჩემთვის რუსები მტრები არიან. ამას რუსეთში მცხოვრებ ყველა ადამიანზე არ ვამბობ – ვიცით, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს რუსეთში ბევრი აპროტესტებს კიდეც. უბრალოდ, ზოგი იქაც რეპრესიების მსხვერპლია… ის ადამიანები, ვინც იცის, 2008 წლის აგვისტოში და მანამდეც რა მოხდა საქართველოში, ახლა კი შტერული გამომეტყველებით ამბობენ, – საერთოდ არ ვიცოდით, რა ხდებოდა, სადღაც კონფლიქტს ჰქონდა ადგილიო, როცა ჩვენი დები და ძმები გორის მისადგომებთან იღუპებოდნენ, საქართველოში ნამდვილად არ უნდა შემოვუშვათ, რა…

რაც დღეს ხდება, არ მომწონს, რადგან მაგალითად, ბევრ სავაჭრო ცენტრში ვხედავ რუსებს, რომლებსაც საერთოდ არ ეტყობათ, რომ რამეს განიცდიან. რეპრესიების გამოც არიან გამოქცეულები, მაგრამ 90% კომფორტის გამოა რუსეთიდან წამოსული, რადგან მათი ქვეყნის ძალიან ცუდმა მმართველმა უცბად სხვანაირ ცხოვრებაში ამოაყოფინა თავი. დიდი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო ამ საკითხს დაარეგულირებს და თბილისში ქართველებზე მეტი რუსი არ იქნება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები