ჟურნალისტი ნინო შუბლაძე დისშვილს დაბადების დღეს ულოცავს, მის ფოტოს აქვეყნებს და თავისი გარდაცვლილი დის, სოფოს შესახებ წერს:
„სულ ვეუბნებოდი სოფოს,
როგორ მინდოდა, სამი შვილი მყოლოდა და მესამე გოგო-მეთქი. – ეგრე არ ვართ მერე ორივეო? – მეტყოდა იმწუთას.
„გიო, ნიკო, ჩემებიც ხომ არიან და ანო რა, არაა შენი შვილიცო?” – გამომხედავდა ჩაღიმებულ ჩამტკბარი სახით.
ჰოდა, ჩემს უსაყვარლეს და უტკბილეს ანო ბანოს გაუმარჯოს! კეთილს, ჭკვიანს, მიზანდასახულ გოგოს, ყურადღებიანს, ჩემს იმედს და ჩემი სულის მეგობარს ! ???
მინდა, რომ ყველა ნატვრა აუხდეს და ყველაზე ბედნიერს ეცხოვროს მშვიდობიან და ფერად სამყაროში – ამ ობიექტივში როგორსაც ხედავს, აი, ისეთში.
ჩემი ანო ბანო 15 წლისაა…“