ნინო შუბლაძე რუსთავი 2-ში ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ვაკო ავალიანი ავრცელებს და აქვეყნებს იმ გადაცემის ანონსს, რომელსაც ნინო შუბლაძე გაუძღვება.
როგორც ანონსიდან ირკვევა, ნინო შუბლაძე გადაცემას „ღამის კურიერი“ წაიყვანს.
პირველი გადაცემა 14 სექტემბერს, ოთხშაბათს, 22:00 საათზე გავა.
ნინო შუბლაძე წლების განმავლობაში რუსთავი 2-ში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, იყო საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელიც და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანი.