ცნობილი ტელეჟურნალისტი ნინო შუბლაძე გარდაცვლილ დას, სოფოს იხსენებს და აქვეყნებს თავის შვილებთან და დისშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს:
„ეს ფოტო რომ გადაგვიღო – გაბრწყინებული მიყურებდა – როგორი მაგარი სურათი გამომივიდა, სამივე რომ თავს გეხვევა, ისე მომწონსო…. ?
ახლა სულ ასე ვართ სოფ ❤️
შენ გვაკლიხარ საშინლად!“
შეგახსენებთ, რომ ნინოს და მცირე ხნის წინ კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. მას ერთი შვილი დარჩა, რომელსაც ნინო ზრდის.