LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო შუბლაძის ემოციური პოსტი: “ვართ ახლა აქ, მთელი ოჯახი იმავე აუზთან უსოფოოდ და თან სულ სოფოსთან ერთად“

6778
BeFunky-collage (3)

ნინო შუბლაძე გარდაცვლილი დის, სოფო შუბლაძის ფოტოს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და წერს იმის შესახებ, თუ როგორ გაატარეს შარშანდელი ზაფხული ერთად ქალაქგარეთ და როგორ უგეგმავდა მთელ მათ სამეგობროს ტურს.

“ამ დროს უკვე სადმე ზღვაზე ვიყავით ხოლმე – სოფო ყოველ წელს ჩაგეგმავდა მისებურად, შეგვკრიბავდა და მივდიდოდით “ბოშათა ბანაკი” ხან ეგვიპტეში, ხან თურქეთში და ხან საბერძნეთში.
კოვიდი რომ დაიწყო და ვერსად ვეღარ წავედით, შარშან ტაბახმელაში სახლი ვიქირავეთ და მთელი ზაფხული ასე იზოლირებულები გვყავდა ბავშვები და დედა-მამა ?❤️
დღეს ამოვბარგდით ისევ აქ , იმავე სახლში, სოფომ რომ შეგვირჩია შარშან … Sopo ❤️❤️❤️❤️❤️❤️
ეს ფოტოებიც გასულ უუუბედნიერეს ზაფხულს ანომ გადაუღო სოფოს ❤️ გამხდარი საკუთარი სილუეტით ტკბებოდა ? ?
ჰოდა ასე რაღაცნაირად ვართ ახლა აქ, მთელი ოჯახი იმავე აუზთან უსოფოოდ და თან სულ სოფოსთან ერთად ?❤️” – წერს ნინო შუბლაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები