LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სუხიშვილი: „ნეტავ, საქართველომ თვითონ თუ იცის, სად არის? ღმერთმა არ ქნას და უკრაინა თუ დაეცა, ჩვენც იგივე ბედი გველოდება…“

387
nino

ნინო სუხიშვილი ჟურნალ O.K.-სთან ინტერვიუში პასუხობს კითხვას, რუსეთ-უკრაინას შორის დაპირისპირებაში რა ადგილი აქვს საქართველოს.

„ნეტავ, საქართველომ თვითონ თუ იცის, სად არის? ღმერთმა არ ქნას და უკრაინა თუ დაეცა, ჩვენც იგივე ბედი გველოდება. ჩვენ ერთი პატარა ქვეყანა ვართ და აქვე, 20 კილომეტრში დგანან რუსები. საერთოდაც, ჩემი აზრით, ის, რომ საქართველო დღემდე არსებობს, მისტიკაა. დიახ, ის, რომ ასეთ პატარა ქვეყანას შენარჩუნებული გვაქვს ჩვენი ენა, ღირსება, დამოუკიდებლობა, მართლაც სასწაულია. ეს არის უფლის წყალობა და მჯერა, რომ ღმერთი არ გაგვწირავს.

თქვენი აზრით, უკრაინის ომი რა შედეგებს მოუტანს მსოფლიოს?

ამის თქმაც რთულია, მაგრამ ერთი რამ ცხადია – მსოფლიომ ახლა მაინც დაინახა რუსეთის, როგორც დამპყრობლის როლი. რუსეთი აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი ქვეყანაა.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

“ჩვენ იძულებულები ვართ, დავტოვოთ ქვეყანა” – სუხიშვილების ვიდეომიმართვა უკრაინიდან

ვიდეო: თავი პოლონეთს შევაფარეთ – ატირებული ნინო სუხიშვილი უკრაინელებს მიმართავს

ნინო სუხიშვილი: „ძალიან მტკივა და მრცხვენია, როცა საქართველოს რუსეთის მეგობრებსა თუ თანამოაზრეთა შორის მოიხსენიებენ!..“

mazda magti 5g