ნინო სუხიშვილი რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ ფმ“ ესტუმრა და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
რას ფიქრობთ უკრაინელებთან ერთად რუსეთის მოქალაქეების მასიურ შემოსვლაზე საქართველოში?
ნინო სუხიშვილი:
„ომმა ბევრ უკრაინელს აიძულა გაქცევა, ზოგმა მეზობელ ქვეყნებს შეაფარა თავი, ზოგი საქართველოში ჩამოვიდა. ძალიან ვამაყობ, რომ ქართველებმა ამგვარი თანაგრძნობა გამოვიჩინეთ და მხარში ამოვუდექით უკრაინელებს. ჩემი აზრით, სწორედ უკრაინაა ჩვენი მეგობარი ქვეყანა და არა რუსეთი. მეტიც, ძალიან მტკივა და მრცხვენია, როცა საქართველოს რუსეთის მეგობრებსა თუ თანამოაზრეთა შორის მოიხსენიებენ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირადად მე უკრაინელების მეგობარი ვარ და არა რუსების. მართალია, დღევანდელი რუსეთი მძიმე მდგომარეობაშია და უამრავი ხალხი გაურბის პუტინის რეჟიმს, მაგრამ ძალიან რთულია განსაზღვრო, ვის რა განწყობა და მიზნები აქვს. მცირე პროვოკაციაც საკმარისია, რათა რუსებს საბაბი მიეცეთ და ახლა საქართველოში მოინდომონ საკუთარი მოქალაქეების დაცვა. ვფიქრობ, ნაკლებად მნიშვნელოვანია, შეუერთდება თუ არა საქართველო სანქციებს, რადგან უკრაინაში სასურველის მიღწევის შემდეგ, რუსეთი აუცილებლად ჩვენ შემოგვიტევს. სამწუხაროდ, იმპერიალისტ რუსებს ასეთი მენტალიტეტი აქვთ და სხვანაირად აზროვნება არ შეუძლიათ, ამიტომ მათ მასობრივ შემოდინებაშიც სერიოზულ საფრთხეს ვხედავ, რადგან მცირე ერი ვართ და ნამდვილად ვერ შევძლებთ უკრაინელების მსგავსად საკუთარი ქვეყნის დაცვას“.
სტეფანე: „მყავს ქართველი ნაცნობები, რომლებიც რუსეთში დარჩნენ, სვავებივით უნდათ დამკვიდრდნენ…“
ავთანდილი: „2008 წლის ომის შემდეგ დავტოვე მოსკოვის მოდის კვირეული და უარი ვთქვი სერიოზულ კარიერაზე…“