ნინო სუხიშვილი წერს იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც წყნეთში მათ კუთვნილ ღია სივრცეში მოხდა, სადაც სუხიშვილებს ბევრი კონცერტი ჩაუტარებიათ. როგორც ნინო სუხიშვილის სტატუსიდან ირკვევა, ეს ადგილი გაქურდეს… ის სწრაფი რეაგირებისთვის პოლიციას მადლობას უხდის.
ნინო სუხიშვილი:
„მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს!..
წყნეთში, სადაც პანდემიამდე ხშირად იმართებოდა ჩვენი კონცერტები, სუხიშვილების ქ. N 1-ში მდებარე ,,ღია ტერასა ტყეში” გაქურდეს და ძალიან დიდი მორალური და მატერიალური ზიანი მოგვადგა, მაგრამ წყნეთის პოლიციის უფროსს, ბატონ დიმას და მოადგილეს, ბატონ ამირანს უღრმესი მადლობა თავდაუზოგავი შრომისთვის, მათ ცხელ კვალზე გახსნეს აღნიშნული დანაშაული და დააკავეს დანაშაულის ჩამდენი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბევრი ასეთი კადრი თქვენ!..“