LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად… ძალიან ვწუხვარ ამ უხამსი კომენტარის გამო“

582
ნინო წილოსანი, ბექა ოდიშარია

„ძალიან სამწუხაროა და წარმოუდგენელი ფორმულირება არის. ვერაფერს ვერ ვიტყვი. ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად…“, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი, უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მიერ პარლამენტში გაკეთებულ შეურაცხმყოფელ რეპლიკას.

„ბოდიშს ვიხდი, ძალიან არასწორი ფორმა არის, უკან რომ მომყვებით, ძალიან ცუდად ჩანს და თქვენს ოპერატორთან უხერხული არის…

რეაგირების მექანიზმები ყველა დეპუტატს შეუძლია, თავისით გამოიყენოს, ამიტომ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ გამოიყენონ. კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვარ ამ ძალიან უხამსი კომენტარის გამო“, – თქვა ნინო წილოსანმა.

პრეზიდენტი „ოცნების“ წევრებს: „ქალებს ისე მოიხსენიებთ, სჯობს არ მოიხსენიოთ.. ქართული ზრდილობა დაკარგეთ“

"ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად…" | წილოსანი ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების ლანძღვაზე

"ბოდიშს ვიხდი ჩემი კოლეგის ნაცვლად…" | წილოსანი ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების ლანძღვაზე

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ოთხშაბათი, 03 აპრილი, 2024

ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g