„ჩემი საყვარელი გურიიდან მწერენ, რომ სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად და ისინი აუცილებლად მივლენ ყველა ადამიანთან, ვისაც დახმარება სჭირდება ამ ურთულეს ვითარებაში“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის დეპუტატი, ნინო წილოსანი წერს.
მისი განმარტებით, სტიქიის ზონაში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. „ქართული ოცნების“ წევრი ამბობს, რომ ყველაზე მწვავე ვითარება გურიაშია, თუმცა სხვა რეგიონებშიც არანაკლებ მძიმე სიტუაციაა დიდთოვლობის გამო:
გიორგი სიორიძე: „წარმოუდგენელი სტიქიაა გურიაში, ცხელ ხაზზე შემოდის ასობით ზარი, ადამიანები ითხოვენ შველას, საკვებს, მედიკამენტებს, სახლების დანგრევის ეშინიათ – ხელისუფლება მზად არ იყო სტიქიისთვის, დააგვიანა რეაგირება“
„წარმოუდგენელი სტიქიაა გურიაში. როგორც ამბობენ, მსგავსი რამ მოხდა 40 წლის წინ.“
„ჩემი საყვარელი გურიიდან მწერენ, რომ სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად და ისინი აუცილებლად მივლენ ყველა ადამიანთან, ვისაც დახმარება სჭირდება ამ ურთულეს ვითარებაში
რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
მოხარული ვარ, რომ სტიქიის ზონაში, გურიაში ამ მომენტშიც იმყოფება პრემიერ-მინისტრი და მოსახლეობას მაქსიმალურად გვერდში უდგას. იმედი მაქვს მალე გავუმკლავდებით მოცემულ მდგომარეობას
გურიაში ყველაზე მწვავე, თუმცა სხვა რეგიონებშიც არანაკლებ მძიმე სიტუაციაა დიდთოვლობის გამო.
მინდა ჩემი საქართველოს ყველა კუთხეს მოგმართოთ, გაგამხნეოთ და გითხრათ, რომ ყველა თქვენს გვერდით ვართ. ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
ჩემი საყვარელი გურიიდან მწერენ, რომ სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად და ისინი…
Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025