LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „როგორი ბოროტი უნდა იყო მაშინ, როცა უამრავ ადამიანს სასიცოცხლო პრობლემები ექმნება, ასეთ ვითარებაში აბრალებდე ვინმეს მსგავს საზიზღრობას… სამწუხაროდ არ ვიმყოფები საქართველოში და არ მაქვს საშუალება ფიზიკურად ვიყო თქვენს გვერდით“

328
ნინო წილოსანი (2)

„როგორი ბოროტი უნდა იყო ამ ურთულეს მდგომარეობაში, მაშინ, როცა ათობით სოფელი მოწყვეტილია კავშირს, როცა უამრავ ადამიანს სასიცოცხლო პრობლემები ექმნება ამინდის შედეგად არსებული რთული გარემოებების ფონზე, ასეთ ვითარებაში აბრალებდე ვინმეს მსგავს საზიზღრობას“,- ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

„ქართული ოცნების“ წევრი დასავლეთში დიდთოვლობის გამო შექმნილ ვითარებას ეხმაურება.

წილოსანი ერთ-ერთ მოქალაქეს, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ყველა სტრუქტურული ერთეული აქტიურად არის ჩართული სტიქიისგან გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად:

„როგორი ბოროტი უნდა იყო ამ ურთულეს მდგომარეობაში, მაშინ, როცა ათობით სოფელი მოწყვეტილია კავშირს, როცა უამრავ ადამიანს სასიცოცხლო პრობლემები ექმნება ამინდის შედეგად არსებული რთული გარემოებების ფონზე, ასეთ ვითარებაში აბრალებდე ვინმეს მსგავს საზიზღრობას…

რაც შეეხება სტიქიას, ყველა სტრუქტურული ერთეული აქტიურად ჩართულია მისგან გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად და იმედი მაქვს მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლებთ თითოეულ ოჯახთან მივიდეთ დასახმარებლად.

სამწუხაროდ, ოჯახური პრობლემების გამო, მიმდინარე პერიოდში არ ვიმყოფები საქართველოში და არ მაქვს საშუალება ფიზიკურად ვიყო თქვენს გვერდით“, – წერს ნინო წილოსანი.

როგორი ბოროტი უნდა იყო ამ ურთულეს მდგომარეობაში, მაშინ, როცა ათობით სოფელი მოწყვეტილია კავშირს, როცა უამრავ ადამიანს …

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g