LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და მისი ფანტასტიური შვილები“

1254
ნინო წილოსანი

„საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და მისი ფანტასტიური შვილები“ – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და დღეს საკანონმდებლო ორგანოში, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიიდან, მის ოჯახის წევრებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აზიარებს.

მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე, შვილები და სიტყვით გამოსვლის მთავარი აქცენტები: ფოტოები ინაუგურაციიდან

„ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა! ჩემი მომავალი ძალისხმევა მიმართული იქნება საზოგადოების კონსოლიდაციისა და გაერთიანებისკენ“, – განაცხადა დღეს, 29 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის, დღეს  საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. ყაველაშვილი საინაუგურაციო ღონისძიებაზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.

მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე თამარ ბაგრატიონია. ის ცნობილი ქართველი მომღერლის, ლიზა ბაგრატიონის დაა. თამარ ბაგრატიონს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ვაჟი, გიორგი ივანიშვილი, რომელიც როგორც მედიაში წერენ, წარმატებული ფეხბურთელია. 

დღევანდელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იყ­ვნენ, მიხეილ ყაველაშვილის შვი­ლე­ბი – მარიამი, გურამი, ელისაბედი, გერი გიორგი ივანიშვილი და მისი მეუღლე, თამარ ბაგრატიონი.

ირაკლი კობახიძე: „ინაუგურაციას ვულოცავ საქართველოს ახალ, მე-6 პრეზიდენტს – მიხეილ ყაველაშვილს, ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში“

კობახიძე საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

საქართველოს პრეზიდენტი #მიხეილყაველაშვილი და მისი ფანტასტიური შვილები🤍

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on კვირა, 29 დეკემბერი, 2024
magti 5g