საგარეჯოში, 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.
აღნიშნულს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „ყველა, ვინც გოგოებს ართმევს ბავშვობას, უნდა დაისაჯოს“.
„საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგონას საქმეზე პოლიციამ, გოგონას ბიძა ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა
‼️ ყველა, ვინც გოგოებს ართმევს ბავშვობას, უნდა დაისაჯოს
‼️ ეს მავნე და კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკა აუცილებლად უნდა დასრულდეს“, – წერს ნინო წილოსანი.
⭕️ საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგონას საქმეზე პოლიციამ, გოგონას ბიძა ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის…Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on Wednesday, October 11, 2023
ვიდეო: დააკავეს 27 წლის კაცი, რომელმაც საგარეჯოში 14 წლის ცოლი მოკლა