LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნინომ თან წაიღო ჩვენი გულის ნაწილი, თუმცა დაგვიტოვა უდიდესი სიკეთე, სითბო და სიყვარული“ – ასმეექვსე სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

1053
2026-03-13_00-48-02_442656

„ასმეექვსე სკოლა“ სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს და სამწუხარო ინფორმაციას გვიზიარებს.

„უდიდესი ტკივილითა და სევდით ვემშვიდობებით ჩვენი სკოლის მე-8 კლასის გამორჩეულ მოსწავლეს – ნინო ჯიხაიას.
​არსებობენ ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებულ სინათლეს ასხივებენ……. ნინო სწორედ ასეთი იყო – საოცრად თბილი, მოსიყვარულე, ჭკვიანი და კეთილი… ის ნაადრევად გაგვიფრინდა.

ნინომ თან წაიღო ჩვენი გულის ნაწილი, თუმცა დაგვიტოვა უდიდესი სიკეთე, სითბო და სიყვარული, რომელსაც ასე უხვად გასცემდა თანაკლასელებისა და მასწავლებლების მიმართ.
​მისი ბრძოლა და სიმტკიცე ჩვენთვის მაგალითად დარჩება, ხოლო მისი ღიმილი – დაუვიწყარ მოგონებად…

„ასმეექვსე სკოლა“ ის დირექცია, ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი, მშობლები, მოსწავლეები ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედიას. თითოეული ჩვენგანისთვის უმძიმესია…
„ასმეექვსე სკოლა“ ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას და ვლოცულობთ მისი სულისთვის.
​მშვიდობით, ჩვენო თბილო და საყვარელო ნინიკო“, – ვკითხულობთ ტექსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g