LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

115

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ცირკული ტიპის უკანონო სახერხი საამქრო იმ დროს ნახეს, როდესაც მოქალაქე პირველადი გადამუშავების პროდუქტის – ფიცრის გადამუშავებას უკანონოდ ახდენდა. სახერხი დანადგარი დაილუქა.

ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის  შსს ნინოწმინდის პოლიციის სამმართველოში გადაიგზავნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g