კომპანია Nissan-ის შტაბ-ბინიდან უნიკალური კუპე skyline Gt-R R32 გაიტაცეს. 1991 წლის ავტომობილი მელბურნში, კომპანიის მთავარი ოფისიდან მოიპარეს. იაპონური ბრენდის წარმომადგენლები პოლიციასთან აქტიურად თანამშრომლობენ და სამართალდამცავები დამნაშავეების ცხელ კვალზე პოვნას ცდილობენ. გარდა ამისა, კომპანია სთხოვს ყველას, ვისაც კი რაიმე ინფორმაცია აქვს ავტომობილის მდებარეობის შესახებ, სასწრაფოდ შესაბამის ორგანოებს დაუკავშირდნენ.
გატაცებული Nissan Skyline GT-R უიშვიათეს წითელ ფერშია შესრულებული და სანომრე ნიშანი GTR 091 აქვს, რაც სპორტქარის გამოშვების წელს უკავშირდება.
მოდელი 2015 წლიდან Nissan-ის ავსტრალიური დანაყოფის კოლექციის ნაწილი იყო და კომპანიის ბევრ ღონისძიებაში მონაწილეობდა. გატაცებული სპორტქარის საორიენტაციო ღირებულება 250 000 დოლარია.