Nissan-მა ავტომობილების გამაგრილებელი საღებავი მოიგონა. სიახლე მზის სხივებს ირეკლავს და თბილ ენერგიებს შიდა სტრუქტურაში შეღწევის საშუალებას არ აძლევს. საღებავი სხვადასხვა სახის ზემოქმედებას მარტივად უძლებს და ამასთან, ზედაპირის ტემპერატურას 12 გრადუსით, ხოლო სალონის ტემპერატურას 5 გრადუსით ამცირებს.
შესაბამისად, გაგრილებაზე ნაკლები ენერგია დაიხარჯება, რაც ძრავაზე დატვირთვას შეამცირებს და მთლიან კომფორტს გაზრდის. აღსანიშნავია, რომ რადიაციული გაგრილების ეფექტის მქონე საღებავს შენობა-ნაგებობებისთვის უკვე იყენებენ. საავტომობილო ვერსია კი ხარისხის სხვა სტანდარტების გათვალისწინებით შექმნეს.