LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan–მა შესაძლოა Mitsubishi–ს თავისი წილი გაყიდოს

71
nissan201118

Nissan Motor Co. სერიოზულად განიხილავს, რომ Mitsubishi Motors–ში თავისი აქციების ნაწილი გაყიდოს. თუკი კომპანია ჩანაფიქრს აასრულებს, მაშინ ცნობილ ალიანსში, რომელშიც Nissan-თან და Mitsubishi–თან ერთად Renault–იც შედის, სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი.

სააგენტო Bloomberg–ის ინფორმაციით, „ნისანმა“ მოულოდნელი გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის დროს მიიღო. როგორც ჩანს, მწარმოებელი შიშობს, რომ რთული ფინანსური ვითარებიდან გამოსვლას მარტივად ვერ შეძლებს.

რაც შეეხება Mitsubishi–ს, კომპანიაში ყოველგვარ ყიდვა–გაყიდვას უარყოფენ და კაპიტალის სტრუქტურის ცვლილებასაც სრულად გამორიცხავენ.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ „ნისანმა“ 2020–21 წლის ფინანსური შეჯამება გამოაქვეყნა და ზარალმა 3,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. 6 თვის განმავლობაში კომპანიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 1,699 მილიონი ავტომობილის გაყიდვა შეძლო, რაც 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 32,1%–ით ნაკლებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g