შტატებში, ყველგანმავალი Nissan Xterra-ს მძღოლმა მართვა დაკარგა და ხეების გადამზიდ ტრაილერს შეასკდა. მორებმა ავტომობილის სალონი გაანგრიეს და მძღოლი ცოცხალი სასწაულებრივად გადარჩა.
ერთი შეხედვით, წარმოუდგენელიც კია რომ მსგავს ავარიას ვინმე ცოცხალი გადაურჩეს, თუმცა „ნისანის“ მძღოლს ძალიან გაუმართლა. ის ავარიის გამომწვევმა მიზეზმა გადაარჩინა. საქმე ისაა, რომ მამაკაცი ძირს ჩავარდნილი მობილურის ასაღებად დაიხარა და ავარიაც სწორედ ამ დროს მოხდა.
პოლიციელთა ინფორმაციით, ამერიკელი გარდა იღბლიანი მდებარეობისა, ასევე შემთხვევითობამაც იხსნა, რადგან მისი სახე მორებს შორის დარჩენილ პატარა სივრცეში მოექცა.
მაშველებს მძღოლის გამოსაყვანად 40-მდე მორის გადახერხვა მოუხდათ, რასაც რამდენიმე საათი დასჭირდა.