LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა

661
Senior female doctor examining happy child smiling.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. სტუმრებმა ევროპული სტანდარტების პედიატრიული კლინიკა დაათვალიერეს და მასში არსებულ სერვისებს გაეცნენ. ცენტრი „ნიუ ჰოსპიტალსის“ არსებულ მისამართზე, თბილისის პრესტიჟულ უბანში – კრწანისის ქუჩაზე მდებარეობს და ჰოსპიტალის ახალაშენებულ კორპუსშია განთავსებული.

ახალ შენობაში, რომლის სრულად გახსნა 18 მარტს იგეგმება, ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გარდა ამოქმედდება კარდიოქირურგიული განყოფილება, ნევროლოგიისა და  ნეირორეაბილიტაციის გაფართოებული განყოფილება და ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი განახლებული ფორმატით. აპრილიდან კი „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებას დაიწყებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, რომელიც უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურითა და სერვისების ხარისხით, პაციენტებს 24 საათის მანძილზე გაუწევს საუკეთესო პედიატრიულ მომსახურებას. ცენტრი დარგის წამყვანი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და მას ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის მრავალწლიანი გამოცდილების სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, დავით ციბაძე უხელმძღვანელებს. სრული პედიატრიული მომსახურების ფარგლებში, „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებას იწყებს ბავშვთა კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის ცენტრი; ასევე, ბავშვთა ორთოპედიული, კარდიოლოგიური, ნეიროქირურგიული, ჰემატოლოგიური და ლაპარასკოპიული ქირურგიის მიმართულებები.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გახსნასა და სამედიცინო მომსახურების სრულყოფაში მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმები მონაწილეობდნენ. ამერიკის საუკეთესო ჰოსპიტალის, „მეიოს კლინიკის“ დელეგაციამ სამუშაო სასწავლო შეხვედრების ციკლი ჩაუტარა „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო პერსონალს. საფუძველი ჩაეყარა გერმანიის „კაიზერის პედიატრიულ კლინიკასთან“ თანამშრომლობას, რის შედეგადაც ქართველმა ექიმებმა გერმანიაში გაიარეს სტაჟირება. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საფრანგეთის მოწინავე კლინიკასთან – „არპაჟონის ცენტრალური ჰოსპიტალთან“, რომლის ფარგლებშიც ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ექიმები კვალიფიკაციის ასამაღლებლად საფრანგეთში გაემგზავრნენ, ხოლო ფრანგი სპეციალისტები „ნიუ ჰოსპიტალსს“ ეწვევიან. აღნიშნული თანამშრომლობების მიზანია ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში დაინერგოს ევროპული და ამერიკული მედიცინის მიღწევები და შესაძლებელი გახდეს პაციენტებისთვის საუკეთესო პედიატრიული მომსახურების მიწოდება.

შეგახსენებთ, „ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g