LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ–იორკის ავტოსალონი კორონას გამო გადადეს

68
nyautosalonnsws

ნიუ–იორკის მოტოშოუ კორონავირუსის მორიგი მსხვერპლი გახდა. ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ავტოსალონის ჩატარების ვადები აპრილიდან აგვისტოს ბოლოსთვის გადაეტანათ. გამოფენის ახალი თარიღი: 28 აგვისტო – 6 სექტემბერი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ეს არის პირველი საავტომობილო ღონისძიება რომელიც ინფექციის გამო გადადეს ან საერთოდ გააუქმეს. მანამდე არ ჩატარდა პეკინის ავტოსალონი, რომელსაც მალევე მოყვა ჟენევის ავტო–გამოფენაც.

რაც შეეხება ნიუ–იორკის მოტოშოუს, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში ორგანიზატორები ირწმუნებოდნენ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნებოდა. ამისთვის უსაფრთხოების დამატებითი ნორმებიც მიიღეს. მაგალითად, საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე დეზინფექციისთვის განკუთვნილი 70 პუნქტი განათავსეს, იქვე მუშაობდნენ სამედიცინო მუშაკებიც. თუმცა, როგორც ჩანს ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა.

ნიუ იორკის ავტოსალონი მსოფლიოში უძველესად ითვლება. გამოფენა 1900 წლიდან ტარდება და ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც ის გაუქმდა, მეორე მსოფლიო ომს უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g