LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკის ტერაქტში ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ დანაშაული შურისძიების მიზნით ჩაიდინა

45

ნიუ-იორკის ცენტრში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილის განცხადებით, თავდასხმა შურისძიების გამო ჩაიდინა. ამის შესახებ New York Post იუწყება.

„ისინი ჩემ ქვეყანას ბომბავდნენ, მე კი მინდოდა ზარალი მათთვის აქ მიმეყენებინა“ – აცხადებს ეჭვმიტანილი, რომელიც ბანგლადეშის მცხოვრებია.

ეჭვმიტანილი 27 წლის აქაიედ ულაა, რომელიც ნიუ-იორკში ტაქსის მძღოლად მუშაობდა, თუმცა ლიცენზიის ვადა გაუვიდა.

ამასთან, სამართალდამცველების განცხადებით, მამაკაცს სურდა სატრანსპორტო სადგურში ბომბით შესულიყო და შესაძლოა, მას კავშირი ჰქონდეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“.

აფეთქება 42-ე და მე-8 ქუჩების კვეთაზე, მანჰეტენის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ავტოსადგურთან დღეს მოხდა. ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილმა სერიოზული, კიდევ სამმა პირმა კი – მცირე დაზიანებები მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g