ნიუ-იორკის შტატში მდებარე კოსმეტიკის მწარმოებელ ქარხანაში აფეთქებისას, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას NBC ავრცელებს.
აფეთქება Verla International-ის ქარხანაში მოხდა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
შემთხვევის ადგილზე ქიმიური ნივთიერებები იწვის.
Verla International აწარამოებს ტანის ლოსიონებს, მანიკიურს, სუნამოებს და სხვა კოსმეტიკურ საშუალებებს. ქარხანაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.
