LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკში მდებარე „რუსული ჩაის ოთახი“ რუსეთის აგრესიის გამო თითქმის გაკოტრდა

76
tea-hause

ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე „რუსული ჩაის ოთახი“ 100 წელია რაც არსებობს და მთელი ეს პერიოდი დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

რესტორანს წლების განმავლობაში ისეთი ადამიანები სტუმრობდნენ როგორიცაა – ჯორჯ ბალანჩინი, სალვადორ დალი თუ ამერიკის სხვადასხვა პრეზიდენტები.

ამ ადგილას მოხვედრა ადვილი არასდროს ყოფილა, სტუმრები მაგიდებს დიდი ხნით ადრე ჯავშნიდნენ და „რუსულ ჩაის ოთახში“ ვახშამი ხშირად მხოლოდ ელიტარული საზოგადოების ხვედრი იყო.

მიუხედავად ასეთი სახელისა, „რუსული ჩაის სახლი“ სულაც არ არის რუსული. სინამდვილეში ის ნიუ-იორკში მდებარე ფინანსური ჯგუფის საკუთრებაა. დაწესებულება 1927 წელს გაიხსნა და მას შემდეგ სულ ამერიკელი მფლობელები ჰყავს.

თუმცა, ამ ფაქტმა რესტორანი საპროტესტო ტალღისგან ვერ დაიცვა, ხალხი ბოიკოტს უცხადებს ყველაფერს, რაც რუსეთთან არის დაკავშირებული, თუნდა ეს მხოლოდ სახელი იყოს.

რამდენიმე დღის წინ რესტორნის წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს. მათ კარგად ესმით, თუ როგორ აზიანებს ბიზნესს რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

„რუსული ჩაის სახლი მთელი გულით და სულით უკრაინელ ხალხთანაა და ჩვენ რუსეთთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. რუსეთი წლების განმავლობაში კლავდა ხალხს და ახლა მთელი ჩვენი ყურადღება უკრაინისა და ტანჯული უკრაინელი ხალხის მიმართ უნდა იყოს მიპყრობილი.“

ანალოგიური განცხადება განთავსდა რესტორნის ოფიციალურ გვერდზეც, რომელიც უკრაინის დროშის ფერებში გააფორმეს და წარწერაც გაუკეთეს. „ჩვენ პუტინის წინააღმდეგ ვართ, სოლიდარობა უკრაინას.“

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები