ნიუ-იორკში მუსულმანი სასულიერო პირი და მისი თანაშემწე მოკლეს. თავდასხმა მეჩეთის მახლობლად მოხდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, უცნობი პირი იმამსა და მის თანაშემწეს უკნიდან მიუახლოვდა და ორივე მათგანს თავში ესროლა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებს ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებიათ. უცნობია თავდასხმის მოტივიც.
მომხდარი საზარელი მკვლელობის შემდეგ, ნიუ-იორკში მცირერიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა.
