LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნიუტონის” ბაბი მხარდაჭერისთვის მადლობას იხდის – მუსიკოსი თავს უკეთ გრძნობს

726

პიანისტი თამარ ბაბილუა, რომელიც სამი წელია, ჯგუფ “ნიუტონის” შემადგენლობაში უკრავს და მღერის, როგორც უკვე იცით, მძიმე დაავადებას ებრძვის. სიმსივნის დიაგნოზი გარკვეული პერიოდის წინ დაუსვეს. იმკურნალა, თუმცა ბოლო დროს ისევ პრობლემები შეექმნა და ოპერაცია გახდა საჭირო.

ბაბის მხარდასაჭერად, რათა მან შესაბამისი მკურნალობის ჩატარება შეძლოს, რამდენიმე კონცერტი უკვე დაგეგმილია. მათ შორის ერთი დღეს, 18 თებერვალს, “რუფტოპზე” გაიმართება გიორგი სუხიტაშვილის, ოთო ნემსაძისა და “ნიუტონის” მონაწილეობით. აშშ-ში კონცერტის გამართვას აპირებენ ქართველი მუსიკოსები, მათ შორის სალომე კორკოტაშვილი და ბაბის დასახმარებლად თანხას გადმორიცხავენ.

ბაბიმ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საუბრობს სიყვარულზე, რომელიც თავისი ჯგუფის წევრებისა და საზოგადოების დიდი ნაწილისგან მიიღო.

“რა თქმა უნდა, მე ვერასოდეს ვერ გადავიხდი იმას, რაც თქვენ, ჩემო მეგობრებო, ჩემთვის გააკეთეთ და ასევე აკეთებთ. ვიცოდი, რო გიყვარდით, მარა მთლად ასეც (ვხუმრობ რა თქმა უნდა). მეც ძალიან მიყვარხართ, მენატრებით და გული ცრემლებით მევსება. მადლობა თითოეულ თქვენგანს ასეთი თანადგომისთვის, ერთგულებისთვის, გვერდში დგომისთვის. თქვენ რომ არა, მე ვერ გადავრჩებოდი. ახლა შედარებით უკეთ ვარ. ძალიან მენატრებით, მენატრება ჩემი საქმე, მსმენელი, ჩემი ბიჭები, ყველა, ყველა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მე – ბაბი მალე დაგიბრუნდებით!”- აღნიშნა მიმართვაში თამარმა.

 

 

 

http://old.fortuna.ge/niutonis-solists-romelic-simsivnes-ebrdzvis-dakhmareba-schirdeba/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g