LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ამერიკელ მეცნიერებს გადაეცათ

104
nobelii

2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების ვინაობა ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ცნობილია. ყველაზე პრესტიჟული პრემია ორ ამერიკელ მეცნიერს – დევიდ ჯულიუსსა და არდემ პატაპუტიანს გადაეცა; მათ ჯილდო ტემპერატურისა და შეხების რეცეპტორების აღმოჩენისათვის მიიღეს. ნობელის კომიტეტის განცხადებით, ამ აღმოჩენამ შეიძლება რევოლუცია მოახდინოს ტკივილგამაყუჩებლების წარმოებაში.

„მათი აღმოჩენის წყალობით გავიგეთ,რომ სითბოს, სიცივესა და მექანიკურ ძალას შეუძლია წარმოშვას ნერვული იმპულსები, რომელთა საშუალებითაც შევიგრძნობთ და ვეგუებით გარემოს ჩვენს გარშემო. ეს ცოდნა დაავადებათა ფართო სპექტრის, მათ შორის ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ გამოიყენება“ —ნათქვამია კაროლინსკას ინსტიტუტის ნობელის ასამბლეის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც პრემიას ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში გასცემს.

აღსანიშნავია, რომ ეს აღმოჩენები ორმა მკვლევარმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გააკეთა. მათი კვლევების წყალობით, მეცნიერებმა უდიდესი ცოდნა მიიღეს იმის შესახებ, თუ როგორ შეიგრძნობს ნერვული სისტემა სითბოს, სიცივესა და მექანიკურ სტიმულს.

დევიდ ჯულიუსსა და არდემ პატაპუტიანს პრემიის სახით 10 მილიონი შვედური კრონა (1,15 მილიონი აშშ დოლარი)გადაეცათ. თანხა მათ შორის თანაბრად გაიყოფა.

ნობელის პრესტიჟული პრემია დინამიტის გამომგონებელმა, შვედმა ბიზნესმენმა ალფრედ ნობელმა დააფუძნა. პრემია 1901 წლიდან გაიცემა. ამ ეტაპზე პრემიით ჯილდოვდებიან გამორჩეული მიღწევებისათვის ლიტერატურაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ფიზიოლოგია-მედიცინაში და მშვიდობის დარგში. 1968 წლიდან გაიცემა მემორიალური პრიზი ეკონომიკურ მეცნიერებებშიც.

კლიმატისა და სხვა კომპლექსური ფენომენების შესწავლისთვის, ნობელის პრემია ფიზიკის დარგში სამ მეცნიერს გადაეცემა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g