საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ლატვიის კონკურენციის საბჭოს მიწვევით, ქ. რიგაში ბალტიის კონკურენციის ყოველწლიურ კონფერენციას ესწრება.
კონფერენციაში კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელი პირები, სფეროს წამყვანი ექსპერტები მონაწილეობენ, მათ შორის: ლატვიის რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე, სკადიტა აბრამა; ლიტვის რესპუბლიკის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე შარუნას კესერაუსკასი; ესტონეთის რესპუბლიკის კონკურენციის ორგანოს გენერალური დირექტორი, მერტ ოტსი; უკრაინის ანტიმონოპოლიური კომიტეტის თავმჯდომარე, იური ტერენტიევი; ევროკავშირის კონკურენციის გენერალური დირექტორატის (DG Competition) მრჩეველი, დირკ ვან ერპსი; პოლონეთის კონკურენციის ორგანოს ვიცე პრეზიდენტი – მიკალ ჰოლეკსა და კონკურენციის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი – ვოჯტეკ დორაბიალსკი; ნორვეგიის კონკურენციის ორგანოს მთავარი მრჩეველი, ვიდარ ერიკსენი; შვედეთის კონკურენციის ორგანოს მრჩევლები – პიტერ ალსტერგენი და პერნილა ხავიერი; ფინეთის კონკურენციის ორგანოს სისტემების სპეციალისტი, პიტერ ბერგლანდი და სხვა მოწვეული ესქსპერტები.
სამუშაო შეხვედრებზე მსჯელობა შემდეგ მშივნელოვან საკითხებზე მიმდინარეობს – კონურენციის ადვოკატირება; კონკურენციის პოლიტიკა და კანონმდებლობა; ელექტრონული მტკიცებულებები; სასამართლო დავები; შერწყმის კონტროლისა და მართვის მექანიზმები; დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა, ანტიკონკურენტული შეთანხმებები და ა.შ.