საგადასახადო შემოწმებებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ნაცვლად, შემოსავლების სამსახური ჩაატარებს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შესრულების განაცხადა.
აღნიშნული ცვლილება ერთ-ერთია, რომელიც საგადასახადო კოდექსში შევა.
“ე.წ. ფინანსური პოლიცია საგადასახადო შემოწმებებს აღარ ჩაატარებს, ამას ჩაატარებს მხოლოდ შემოსავლების სამსახური,“ – განაცხადა ხადურმა.
ცვლილებები კანონპროექტის სახით პარლამენტს გადაეგზავნება. მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი მოდელი 1 ივლისიდან ამოქმედდება.