LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ ხადური: მთავრობა ლარის კურსის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი

54

მთავრობა ლარის კურსის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთვარობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვითარება ბოლო ერთი თვის განმავლობაში საკმაოდ მძიმე იყო, როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, თურქეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში.

”მათ შორის აშშ-ს ფედერალურმა რეზერვებმა გაზარდეს საპროცენტო განაკვეთები, ახლა ეს განაკვეთი აღარ გაზრდილა. შესაბამისად, დამატებით დაწოლას აღარ მოველით ლარზე. საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ამ წუთას ბლუმბერგზე ლარი ივაჭრება 1.46 დოლარი და კურსი დაწეულია სავალუტო ჯიხურებში”, – განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, შიდა მაკროეკონომიკური პარამეტრები შეცვლილი და გაუარესებული არ არის და სახაზინო ოპერაციები არ ახდენს ზეწოლას გაცვლით კურსზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g