LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ ხადურმა ესტონეთის კონკურენციის ორგანოს გენერალურ დირექტორს უმასპინძლა

96

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური  ესტონეთის რესპუბლიკის კონკურენციის ორგანოს გენერალურ დირექტორს მერტ ოტსის შეხვდა, რომელიც სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

მხარეებმა შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები,  ესტონეთის კონკურენციის ორგანოს წარმომადგენლები და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მკვლევარები  ესწრებოდნენ, სხვადასხვა საკითხები მიმოიხილეს. მათ შორის, კონკურენციის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ტენდენციები, გამოწვევები. ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე და სამომავლო გეგმებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ და ესტონეთმა პოსტსაბჭოთა პერიოდში ერთდროულად შეაბიჭეს, არსებობდა მთელი რიგი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ გეოპოლიტიკური მოცემულობები, რომლებიც განასხვავებდა ჩვენი და ამ ბალტიური ქვეყნის შემდგომ წარმატებებს.  ჩვენგან განსხვავებით, ესტონელებმა 1990-იანი წლების განმავლობაში  მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა მოახერხეს. ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მთავარი გარანტორი კი სწორედ ჯანსაღი კონკურენციის პირობების ფორმირება და მართვაა.  კონკურენციის სფეროში, ესტონელების მიერ განხორციელებული რეფორმები ჩვენთვის გასათვალისწინებელია, რომელიც   კარგად უნდა შევისწავლოთ, შევაფასოთ და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ“, – განაცხადა შეხვედრაზე ნოდარ ხადურმა.

ინფორმაციისათვის, 2017 წლის ნოემბერში, საქართველოს კონკურენციის პოლიტიკის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g