22 ივლის რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრის, ნოდიკო მეტრეველის სოლო ნამუშევრის „ვინ გაჩუქა სიხალისე“ პრემიერა შედგა.
ნოდიკო, როგორ შეიქმნა შენი სოლო ნამუშევარი „ვინ გაჩუქა სიხალისე“ და ვის ეკუთვნის ეს სიმღერა?
ეს სიმღერა არის კინოფილმიდან „მარადისობის კანონი“. როგორც მოვიკითხე და როგორც მე ვიცი, ამ ნამუშევარს კონკრეტული კომპოზიტორი არ ჰყავს და მოიხსენიება, როგორც ქალაქური სიმღერა. ამ სიმღერაზე ჩემმა მეგობარმა, „ალილოს“ წევრმა, სანდრო კობახიძემ მითხრა. სიმართლე გითხრათ, ამ სიმღერის ჩაწერაზე დიდხანს ვფიქრობდი, მერე ჩემმა მეგობრებმა გადამაწყვეტინეს. ჩაიწერა რომა გიორგაძის სტუდიაში, მას ეკუთვნის არანჟირებაც. სიმღერისთვის ცოცხალი ინსტრუმენტები, დოლი და დუდუკიც ჩაიწერა.
ნოდიკო მეტრეველი – ვინ გაჩუქა სიხალისე
გადაცემის ჩანაწერი: