LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილი: „ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის გახსნაზე ჰიმნის შესრულებისას ცრემლები ძლივს შევიკავე, ძალიან ამიჩუყდა გული…“

360
ნოდიკო ტატიშვილი

ნოდიკო ტატიშვილმა 21 ივნისს, თბილისში გამართულ „უეფას“ 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გახსნაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულა და ამ ფაქტით ძალიან ბედნიერია.

მან თავისი ემოციები და შთაბეჭდილებები fortuna.ge-ს გაუზიარა.

ნოდიკო ტატიშვილი: 

„ფეხბურთის ფედერაციამ „უეფას“ 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის გასაკეთებლად რეჟისორი ლაშა ონიანი მიიწვია. სწორედ მან დამირეკა, საქართველოს ჰიმნს ხომ იმღერებო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. შემდეგ გადამამისამართეს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან საორგანიზაციო საკითხების ერთ-ერთ ხელმძღვანელთან, არაჩვეულებრივ გოგონასთან, ნინუცა ზარქუასთან. გადაწყდა, რომ ახალი არანჟირება გაგვეკეთებინა, რომელიც ვთხოვე ცირა ბზიშვილს. შესანიშნავი, ძალიან ლამაზი არანჟირება გააკეთა. ჰიმნის შესრულება ისედაც ემოციურია, შესავალი რომ დაიწყო, იქვე ამიჩუყდა გული. როცა ჰიმნის შესრულება უკვე სტადიონზე დავიწყე, ვიფიქრე, თავი თუ არ შევიკავე, აქვე წამომივა ცრემლები-მეთქი.

ჩემთვის ეს გამოსვლა განსაკუთრებული იყო. „უეფას“ 21-წლამდელთა ფეხბურთის ჩემპიონატს ყველა უყურებს, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, იმღერო შენი ქვეყნის ჰიმნი ამხელა აუდიტორიის წინაშე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში, რაც ყოველთვის მემახსოვრება. ბედნიერი ვარ, რომ მე ვიმღერე საქართველოს ჰიმნი. პორტუგალიის ჰიმნი კი შეასრულა საოცარმა გოგომ, ელენე კალანდაძემ. ძალიან ბედნიერები ვიყავით გუშინ.

მიხარია, რომ დამრჩება ჩვენი გუნდის მაისური, რომელსაც დააწერეს პირველი ნომერი და ჩემი გვარი – ტატიშვილი (იღიმის)./ ამ მაისურს აუცილებლად შევინახავ მთელი ცხოვრება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g