LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოემბერში იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.77 ლარი შეადგინა

112
იმერული ხაჭაპური

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი 2024 წლის ნოემბრის ხაჭაპურის ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.77 ლარი შეადგინა, რაც ოქტომბერთან შედარებით 2%-იანი, ხოლო 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 4.8%-იანი ზრდაა.

აღნიშნული ცვლილება ძირითადად რძისა და რძის პროდუქტების ფასების მატებითაა გამოწვეულია, რაც, თავის მხრივ, ნედლი რძის ხელმისაწვდომობის სეზონურ შემცირებასა და რძის ფხვნილის იმპორტზე გაზრდილ დამოკიდებულებას უკავშირდება.

ნოემბერში ხაჭაპურის ინგრედიენტების უმეტესობისთვის ფასები ზომიერად გაიზარდა. ყველაზე მეტად – 4.4%-ით საფუვრის ფასმა მოიმატა, რომელსაც მოჰყვება ყველი (3.2%), რძე (2%), კარაქი (1.5%) და კვერცხი (1%). ფქვილი იყო ერთადერთი ინგრედიენტი, რომელმაც მცირე კლება (-0.1%) დააფიქსირა, რაც გლობალური ტენდენციით აიხსნება – ოქტომბრიდან საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი რეკორდული გლობალური მოსავლის გამო ეცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g