LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნონა მამულაშვილი: რატომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი სახლში, შინაპატიმრობაში?

632
ნონა მამულაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და დეპუტატის, ნონა მამულაშვილის განცხადებით, იგი ეთანხმება პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის განაცხადს, რომ ახლა იგი ომში იმყოფება და როდესაც ასეა, დასვენების კომფორტი არ არსებობს. ამის შესახებ მამულაშვილმა სააკაშვილის გუშინდელი წერილის შეფასებისას განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილს ვეთანხმები იმაში, რომ როდესაც შენ ხარ ომში, იმის კომფორტი, რომ წამოგორდე და დაისვენო, არ გაქვს. თქვენ გინახავთ რომ გაქანებულ ბრძოლაში გენერალი ან გენერლები წამოწვნენ და თქვან, რომ დავიღალეთ მოდი ჩვენ ამოვისუნთქავთ და გავაგრძელებთ ომს, ეს ომი წაგებულია,“ – აღნიშნა „პალიტრანიუსთან“ საუბრისას მამულაშვილმა.

უმჯობესი იქნება, ჩემს გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა – საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში: მიხეილ სააკაშვილი

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, რამდენიმე დღე აუცილებელია, რომ ოპოზიცია გეგმაზე შეჯერდეს.

როგორც მამულაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის სხვა წევრებთან მიმდინარეობს საუბარი და პარტიის თავმჯდომარე, ამ გეგმას საზოგადოებას რამდენიმე დღეში გააცნობს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქმეების სამართლებრივ ნაწილს, როგორც ნონა მამულაშვილი ამბობს, არსებობს უამრავი მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს.

„ამის იურიდიული მექანიზმები არსებობს. ამაზე მუშაობენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და საერთაშორისო ადვოკატები. არსებობს უამრავი მექანიზმი და მაგალითები როგორ მოხდა ადამიანის უპირობა გათავისუფლება ან საერთაშორისო ფორმატში მისი წარდგენა.

შევთანხმდეთ, საქართველოში სასამართლო არის მართული, მგონი ამაზე კითხვა არავის არ აქვს. სასამართლო, რომელიც არის მართული და რომელიც ასრულებს ერთი ადამიანი დავალებას, რომელიც პირადად ემტერება მიხეილ სააკაშვილს, მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც დაავალებენ.

უამრავი კითხვა არსებობს ხომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. კი ბატონო, ეს ადამიანი ამბობს, რომ მე გავცემ პასუხს ამ კითხვებს, მაგრამ მომეცით საშუალება წარვდგე დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე და არა ოლიგარქის სასამართლოსთან,“ – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

ხათუნა სამნიძე: სააკაშვილის გათავისუფლება, „ფრი მიშა“ არის მისი მხარდამჭერების კამპანია, ეს არ არის სხვა პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი

მისივე თქმით, საერთაშორისო ფორმატებში არსებობს სხვადასხვა მექანიზმი, რომ საერთაშორისო მოსამართლეებმა მოისმინონ მისი საქმე და შესაბამისად წაიყვანონ. მამულაშვილის სიტყვებით, ადამიანი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იყო და მის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია არა მხოლოდ საქართველოში.

დეპუტატის მოსაზრებით, სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილის წარდგენა უნდა იყოს საჯარო და გადაიცემოდეს ტელეარხებით.

ხერხეულიძე: უკრაინაში დასაბრუნებლად გაიარა ჯოჯოხეთი? ამხელა თავგანწირვის ფონზე მიშასთვის მხოლოდ მკურნალობის უფლების მოპოვება დიდი უსამართლობა მგონია

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ – საერთაშორისო მექანიზმების მოძიება და მოსამართლეების ჩართვა, შესაძლოა გაგრძელდეს დიდხანს, ნონა მამულაშვილი უპასუხა, რომ აქაც არსებობს საშუალება, მაგალითად, რატომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი იყოს შინაპატიმრობაში.

„ესეც ერთ-ერთი ვარიანტია, რატომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი იყოს სახლში გადაყვანილი შინაპატიმრობაში? რა პრობლემას ვხედავთ, კაცი თავისი ფეხით ჩამოვიდა საქართველოში, გაქცევას ხომ არ აპირებს, რატომ არ შეიძლება ის შინაპატიმრობაში იყოს, “- ამბობს ნონა მამულაშვილი.

თუ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს, ის 29 ნოემბერს საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწრება: ბექა ბასილაია

magti 5g