LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორმანი სადებიუტო ალბომს გამოუშვებს – მომღერალმა ახალი სიმღერის ფრაგმენტი გააზიარა

172
normani-claps-back-critics-over-album

ნორმანიმ სადებიუტო სტუდიური ალბომის სახელწოდება გაამხილა და დისკის გარეკანი წარადგინა.

ამერიკელი მომღერლის ინფორმაციით, ფირფიტას, რომელიც დღის სინათლეს წლის ბოლომდე იხილავს, Dopamine ერქმევა. მომავალი კრებულიდან მან ახალი სიმღერის ფრაგმენტიც გააზიარა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ლონგფლეის გამოსვლის შესახებ ნორმანი ჯერ კიდევ მაშინ გვაუწყებდა, როცა 2018 წელს სოლო კარიერა დაიწყო, თუმცა, პროექტის განხორციელება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ მისთვის ეს მომენტი ემოციური აღმოჩნდა.

27 წლის შემარულებელმა ნანატრი კრებულის ანონსისას ცრემლები ვერ შეიკავა.

მსოფლიო აღიარება ნორმანიმ, როგორც დამოუკიდებელმა არტისტმა, სინგლით – Motivation მოიპოვა. სიმღერა 2019 წლის 26 აგვისტოს დარელიზდა.

შეგახსენებთ, რომ ნორმანი, სოლო კარიერამდე, Fifth Harmony-ის წევრი იყო. ბენდი 2012 წელს, ბრიტანული სატელევიზიო მუსიკალური კონკურსის – The X Factor ამერიკულ ანალოგში, ხუთი წევრისგან ჩამოყალიბდა, თუმცა 2016 წელს კოლექტივს, კამილა კაბეიო გამოეყო. 2018 წელს გოგონათა ჯგუფმა ნორმანის, ლორენ იარეგუეის, ელი ბრუკისა და დაინა ჯეინის შემადგენლობით, უვადო შემოქმედებითი პაუზა აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები