LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორვეგიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

შსს

ნორვეგიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო “ფორტუნასთან” ადასტურებს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი, გრიგოლ აბრალავაა. გრიგოლ აბრალავა ბოლო წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტის“ თანამშრომელი იყო.

რაც შეეხება დანარჩენ ორ დაკავებულს, ერთერთი თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ისნის განყოფილების უფროსი გიორგი კიკნაძეა, რომელმაც ნორვეგიაში წასვლამდე, ასევე, შვებულება დაწერა და ამ დრომდე მერიის მოქმედი თანამშრომელია. ინფორმაცა ამის შესახებ “ფორტუნას” მერიაში დაუდასტურეს.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებული პირს ის, არსებული ინფორმაციით, გრიშა მარღანიაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები