LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოშიკო ნამორაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: „დარწმუნებული ვარ, კარგად არის და არ ეშინია დაჭერის, არც არის ამის საშიშროება“

145
ნოშიკო ნამორაძე

„დარწმუნებული ვარ, კარგად არის [ირაკლი ღარიბაშვილი]. დარწმუნებული ვარ, არა, არ ეშინია [დაჭერის], არც არის მაგის საშიშროება“, – ამის შესახებ VR HOLDING-ის დამფუძნებელმა, ნოშიკო ნამორაძემ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ნოშიკო ნამორაძემ თქვა, „არ არის ის ადამიანი, ვინც გარკვეული თანამდებობის გამო პიროვნულ ურთიერთობებს უარყოფს“.

„მე ვძმაკაცობ, ვმეგობრობ ირაკლი ღარიბაშვილთან. მე არ ვარ ის კაცი და ადამიანი ვინც უარყოფს გარკვეული თანამდებობის გამო პიროვნულ ურთიერთობებს. ყოველთვის მისი ერთგული და მეგობარი ვიქნებით“,- აღნიშნა ნამორაძემ „ტვ პირველთან“.

ნოშიკო ნამორაძე: „12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს – ამ ქვეყნის აწიოკება გინდა? არ გამოგივა!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g