პარიზის ღვთისმშობლის სახურავზე მცხოვრები ფუტკრები ხანძარს გადაურჩნენ.
როგორც CNN წერს, ტაძრის მეფუტკრე ნიკოლას ჯენთი დრონით გადაღებულ ფოტოებს დააკვირდა და აღმოაჩინა, რომ სახურავზე განლაგებული სკები დამწვარი არ იყო.
“ნოტრ დამის წარმომადგენელმა, ანდრე ფინოტმა დამირეკა და მითხრა, რომ ყველგან ფუტკრები დაფრინავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ ისევ ცოცხლები არიან. ხანძრის შემდეგ დრონით გადაღებულ ფოტოებს დავაკვირდი და ვნახე, რომ სკები დამწვარი არ იყო. თუმცა წარმოდგენა არ გვქონდა ფუტკრები გადარჩნენ თუ არა. ახლა, როდესაც გავიგეთ, რომ ისინი გადარჩნენ, შვებით ამოვისუნთქეთ”, – თქვა ჯენთიმ.
ტაძრის სახურავზე ფუტკრების სამი ოჯახი 2013 წელს მოაშენეს. თითოეულ მათგანში 60 ათასი ფუტკარი ცხოვრობდა.
სკები ცეცხლის კერიდან 30 მეტრით მაღლა არის განთავსებული, სავარაუდოდ სწორედ ამის გამო გადარჩნენ ფუტკრები.