კინორეჟისორ ერმალო მაღრაძის მეუღლე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს.
მანანა ხიდაშელი აღნიშნავს, რომ ერმალო მაღრაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ ყოფილა.
“მიუხედავად ხვეწნა-მუდარისა, სამწუხაროდ, ერმალო არ აიცრა. მე ვარ სინოფარმით ორჯერადად აცრილი. ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ორჯერ იყო აცრილი-არა!
გთხოვთ!
აიცერით, ხალხნო!”-წერს მანანა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
ქართველი რეჟისორი ერმალო მაღრაძე კორონავირუსით გარდაიცვალა