LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ! რუსული კანონი გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს!“ – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს, 19:00 საათზეც გაიმართება

183
რადიო „თავისუფლების“ ფოტო - აქცია

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს საღამოს, 19:00 საათზეც გაიმართება.

პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან ლოზუნგით: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“.

„მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნეს გაწვეული რუსული კანონი“ – საპარლამენტო ოპოზიცია

„ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ! რუსული კანონი გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! რუსული კანონი არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის!“,- აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

„ჩვენ მივიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება არავის აწყობდეს საქართველოს გარდა, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ საქართველოს ინტერესებიდან“.

პარლამენტთან აქცია – „არა რუსულ კანონს“ დღეს დილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკან გაშალეს ბანერი წარწერით: „დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით“.

აქციას რამდენიმე წუთის წინ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქნეთა ინსტიტუტის – [GIPA] სტუდენტებიც შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

„დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული“ – პრეზიდენტი

ფოტო: რადიო „თავისუფლება“

magti 5g