LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ დავივიწყებთ, რომ ომი სიგიჟეა“ – რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

69
რომის პაპი - ფრანცისკე

რომის პაპის, ფრანცისკეს განცხადებით, უკრაინაში ომი „სიგიჟე“ იქნება. პაპი იმედოვნებს, რომ დაძაბულობა ამ ქვეყანასა და რუსეთს შორის მრავალმხრივი დიალოგის მეშვეობით მოგვარდება.

საერთო აუდიენციაზე გამოსვლისას პაპმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც 26 იანვარს უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვაში მონაწილეობა მიიღო.

„მოდით, განვაგრძოთ მშვიდობისთვის ლოცვა, რათა დაძაბულობა და ომის საფრთხე სერიოზული დიალოგის გზით მოგვარდეს და ნორმანდიის ფორმატის მოლაპარაკებებმა წვლილი შეიტანოს ამ მიზნის მიღწევაში. „ნუ დავივიწყებთ, რომ ომი სიგიჟეა“, — თქვა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g