ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მეუღლე, ნინი ფუტკარაძე, სოციალურ ქსელში თბილ და სახალისო ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მათი პატარა შვილი – უსაყვარლესი კირა, მამიკოსთან და „ჯაბოვიჩთან“ მხიარულად თამაშობს.
ვიდეოს აღწერაში ნინი წერს: „უყვარს ბაბუნიას მამიკოსთან და ბიბისთან თამაში“.
კადრებმა გულშემატკივრების გულები მარტივად მოიგო. ვიდეოს კომენტარებში არაერთი გულშემატკივარი წერს, რომ კირა უსაყვარლესია: „რა საყვარლად ხითხითებს“, გააგიჟეს ბავშვი, ვაიმე რა კარგია კირა“, „ნუ გააგიჟეთ ბაღანა ბავშვებო“, -უწერენ კომენტარებში.