ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მანდილოსანმა ოლიმპიურ ქალაქში საპროტესტო აქცია მოაწყო.
პიონჩანგში, -8 გრადუსიან ყინვაში ახალგაზრდა აქტივისტმა ეშლი ფრუნომ გაიხადა და მხოლოდ თეთრეულის ამარა წარდგა ჟურნალისტების წინაშე. ცხოველთა უფლებების დამცველმა ოლიმპიადის მონაწილეებს მოუწოდა უარი თქვან ბეწვეულისა და ტყავის სამოსის გამოყენებაზე.
🐰 Une militante de @PETA uniquement vêtue de sous-vêtements et d’oreilles de lapin manifeste contre l’utilisation de fourrure de lapin à Pyeongchang pic.twitter.com/8XQzioBJcP
— FRANCE 24 Français (@France24_fr) February 6, 2018