LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ გაავრცელებთ, რომ ვიღაცამ ვიღაც მიატოვა“ – დიჯეის პირველი კომენტარი შაქარაშვილის საქმეზე

835
DIJEI 22

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მოწმე, დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძე „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს შაქარაშვილი მიატოვეს.

„იმას ნუ გაავრცელებთ, რომ არ ვეძებდით და ვიღაცამ ვიღაც მიატოვა. ვინც ვიყავით იქ, არავინ ფიქრობდა ვინმეს მიტოვებაზე.  ყველა ფიქრობდა, საკუთარი თავისთვის ეშველა. ყველა არის გაქცეული და მერე ბრუნდებიან, რომ ქათამაძე ნახონ. ვეძებეთ რამდენის საშუალებაც გვქონდა. საშიშროებიდან გამომდინარე იმ ადგილას არ გავჩერებულვართ და წამოვედით. არც ვიცოდით, ვინ სად გაიქცა და ვინ როგორ გაიქცა. ჩვენ მაშინ ინფორმაცია არ გვქონდა“, – აცხადებს კონსტანტინე ღიბრაძე.

 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. შაქარაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ დამნაშავეები „ტოიოტა ქამრიში“ მსხდომი პირები არიან და ითხოვენ მათი 109-ე მუხლით გასამართლებას, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენას ითვალისწინებს.

„ამან საკუთარი დაბადების დღე გადაიხადა თუ მეზობლის“ – შაქარაშვილის და ანი გაბეჩავაზე

რას ყვება ანი გაბეჩავა საბედისწერო წვეულების შესახებ:”ვიფიქრეთ, ჩხუბი მოხდა და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი”

“გაბეჩავა ჩიქოვანს არ იცნობდა, ხოლო შაქარაშვილის მიმართ სიმპატია არ ჰქონდა” – რას უყვება ელისო კილაძეს საბედისწერო ღამის იუბილარი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g